საწვავი გაძვირდა.

2017-02-06 17:37:31

საქართველოში საწვავზე ფასი გაიზარდა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინზე ფასმა 1 ლიტრზე 5-7 თეთრით მოიმატა და ყველაზე დაბალფასიანი ბენზინის ღირებულებამ 2.16 ლარს შეადგენა. საქართველოში საწვავის გაძვირება მსოფლიოში ნავთობზე ფასის გაზრდამ გამოიწვია.


2017 წლის 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 56,81 (+ 0,25) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 53,83 (+ 0,29)  დოლარი/ბარელზე.