გოჩა ლორია vs რუსთავის მერია.

2017-02-06 16:15:28

რუსთავის მერის ყოფილი მოადგილე გოჩა ლორია თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა.  გოჩა ლორიას უფლებებს, ადვოკატები მამუკა სილაგაძე და მიხეილ თათარაძე იცავენ. თათარაძე  თავადაც სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, ის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო,თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, თათარაძემ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.  მიხეილ თათარაძე ტანამდებობიდან 2015 წელს, გოჩა ლორია კი 2016 წელს გაათავისუფლეს. გოჩა ლორის სასამართლო პროცეს, მოსამართლე ნატა თედიაშვილი უძღვება.