სამგზავრო მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

2017-02-06 14:40:37

ავარია მერიასთან, სუმგაითელი მეტალურგების და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ჟიგული"-ს მარკის ავტომობილი და "ფორდი"-ს მარკის მიკროავრობუსი დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზემობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

აღნიშნული გზაჯვარედინი ხშირად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოირჩევა.