"შენობა ინგრევა როდის მოხდება უბედურება კაცმა არ იცის".

2017-02-06 13:55:14

მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვა წარადგინა. პირველი რაზეც მაღლაფერიძემ ყურადღება გაამახვილა ტელევიზიის შენობა იყო - "შენობა ინგრევა და შენობა არის ამორტიზირებული, გადახრილია, როდის მოხდება უბედურება ამ შენობაში კაცმა არ იცის. ნადგურდება უნიკალური საარქივო მასალა, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გააჩნია რეგიონული ოფისები, ბიუჯეტი არ არის გათვლილი განვითარებაზე, მისი ძირითადი ნაწილი მხოლოდ ხელფასების გაცემას ხმარდება, ტექნიკის შეძენაზე კი მხოლოდ 3% იყო გამოყოფილი. გასულ წელს ჩვენ არხებზე გაკეთდა 102 გადაცემა, ამ დროს რეიტინგი არ ჰქონდა, რისთვის ინახავდნენ გადაცემებს თუ მას ხალხი არ უყურებდა? საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მომენტშიც კი კარგავს მაყურებელს. 2016 წლის დასაწყისში ჩვენი რეიტინგი იყო 2.14% ამჟამად კი არხის რეიტინგი 1.97%.

ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია რომ ხსნა არის შემდეგში, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე, ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება, საინფორმაციო გამოშვებების გარდა. თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხების მატერიალური-ტექნიკური ბაზის განახლებისკენ მიმართვა და კონკურენციის პირობებზე გადასვლა. ამ პრინციპითი წელიწადში 15 მილიონ ლარამდე გამოთავისუფლდება. საჭიროა 45 მილიონის მობილიზება რათა შეიქმნას ახალი შენობა, რეგიონული ოფისები, მოხდეს ტექნიკურ გადაიარაღება და არქვივი გადარჩეს".