აზოტის საწარმოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.

2017-02-06 13:43:37

აზოტის საწარამოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია განახლდა. ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უკვე მე-12  დღეა სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გათავისუფლებული მუშები და პროფკავშირების წარმომადგენლები, აქციების გაგრძელებას აანონსებენ. გარდა ამისა საწარმოს ყოფილი თანამშრომლები, „აზოტის“ მმართველი პირების წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადებიან.