"იღბლიანი თუ უიღბლო, მოთამაშის ნომერი 6-ჯერ ამოვიდა" (ვიდეო).

2017-02-05 22:05:31

„ევროპა ბეთი“-ს სატელევიზიო გათამაშების დროს წამყვანმა დოლურადან ნომერი ამოიღო დაუკავშირდა აბონენტს თუმცა მისი ნომერი გათიშული იყო, დოლურას დატრიალების შემდეგ კიდევ იმ აბონენტის ნომერი ამოვიდა რომელიც გათიშული იყო. წამყვანმა სცადა დარეკვა და აღმოჩნდა რომ ნომერი ჩართულია, გათამაშების მონაწილემ 7000 ლარი მოიგო. ამით დასრულდებოდა ეს ისტორია რომ არა ის ფაქტი რაც შემდეგ მოხდა. წამყვანმა თამაშის ბოლოს მთავარი პრიზის გათამაშება გამოაცხადა, დაატრიალა დოლურა და ისევ ის ნომერი ამოვიდა რომლის მფლობელმაც 7000 ლარი მოიგო, წესების თანახმად მას აღარ დაუკავშირდა და განაგრძო გათამაშება, თუმცა გასაკვირი ის იყო რომ ამის შემდეგ გათამაშების მონაწილის ნომერი ზედიზედ კიდევ სამჯერ ამოვიდა. საბოლოოდ, მეხუთე ცდაზე სხვა ნომერი ამოიღო წამყვანმა და ავტომობილიც შესაბამისად სხვას გადაეცა. გათამაშება გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ეთერში გაიმართა.