ფიროსმანის ქუჩაზე პროკურატურის ოფისი შენდება.

2017-02-05 20:16:08

ფიროსმანის ქუჩაზე საოლქო და რაიონული პროკურატურის ოფისი აშენდება. შენობა 4 სართულიანი იქნება, ოფისს ექნება საკუთარი ეზო და ავტოპარკინგი. მშენებლობა 2 თვის წინ დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. პროექტი საქართველოს მთავარი პროკურატურის დაკვეთით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „სალი 2011“ ასრულებს.