დაზარალებულთა ნაწილი შენობაში პირველად შეუშვეს.

2017-02-05 19:15:36

 „ბავშვთა სამყაროს“ დამწვარ შენობაში დაზარალებულთა ნაწილი ხანძრიდან 1 კვირის შემდეგ პირველად შევიდა. მათთან ერთად შენობაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ნივთების ნაწილის გამოტანა უკვე შეძლეო. როგორც ისინი აცხადებენ, ძვირფასი ლითონები დამდნარია, თუმცა ფიქრობენ, რომ იმის გარკვევას შეძლებენ, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნივთი. დაბნელების შემდეგ დაზარალებულების შენობაში შეშვების პროცესი შეწყდა და ის ხვალ დილიდან განახლდება. შეგახსენებთ,  სავაჭრო ცენტრ .. "ბავშვთა სამყაროს" შენობას ხანძარი 1 კვირის წინ გაუჩნდა .