ბრაკონიერებმა შვლის მოკვლა სცადეს (ფოტოები).

2017-02-05 14:57:31

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი დაფიქსირდა. ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს. თოვლზე კვალის მიხედვით, შეველი, სავარაუდოდ, ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.ბრაკონიერები ადგილიდან მიიმალნენ, მათი ვინაობა უცნობია. შველი ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს, ცხოველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა.