სასათბურე კომპლექსი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

2017-02-05 14:18:29

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შულავერში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმადა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა დაათვალიერეს.ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე კომპლექსი „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის“ მიერ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰა მიწის ფართობზე ა გაშენებული.კომპლექსი მზის, ერთსივრციანი სათბურების და სხვა დამხმარე ნაგებობების - სულ 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა საქართველოშიძი იანჩიმ აღნიშნა,   ნათელია ის პოზიტიური შედეგები, რასაც აღნიშნული სათბურების შექმნით ადგილობრივ ფერმერები იღებენ. მათ საშუალება აქვთ ისწავლონ  ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა შეძლონ მეტი მოსავლის მიღება.