რა ხდება მერიაში? ვის და რატომ ათავისუფლებენ სამსახურებიდან (ვიდეო).

2017-02-04 18:39:48

რუსთავის მერიიდან 15-მდე თანამშრომელი გაათვისუფლეს. „რუსთავის კორპუსიდან“ 2 თანამშრომელი, ახალგაზრდული სამსახრიდან 4, საბიბლიოთეკო გაერთიანებიდან კი 7 თანამშრომელი გაუშვეს. ვრცელდება ინფორმაცია რომ სხვადსხვა ააიპ-ებიდან თანამშრომლები პიროვნული უთანხმოების ნიშნით გაათავისუფლეს, თუმცა ააიპ-ის ხელმძღვანელების განცხადებით, თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვება, ხელშეკრულებების ვადის ამოწურვას უკავშირდება.

„რუსთავის კორპუსიდან“ გათავისუფლებული ირმა ზარქუა „ინფო რუსთავთან“ საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა ის, სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან ირმა მესხთან კარგი ურთიერთობის გამო გაათავისუფლეს. „ირმა მესხი რომ მოხსნეს, იმის შემდეგ მე და ბატონ ზვიადის დაგვეძაბა ურთიერთობა. თუ ირმასთან გადაღებულ ფოტოებს ვაქვეყნებდი სოციალურ ქსელში, ეს ყოველთვის სასაუბრო თემა ხდებოდა, რატომ ვდებდი მასთან ერთად გადაღებულ სურათებს. საბოლოო მიზეზად მითხრეს დევნილთა საკითხების წარმომადგენელი აღარ გვჭირდებაო. ორშაბათიდან იგეგმება კიდევ 10-მდე თანამშრომლის გათავისულება რომლებიც ასოცირდებიან ირმა მესხთან„

სამსახურიდან პიროვნული ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს, „რუსთავის კორპუსიდან“ დათხოვილი ანა სარაჯიშვილიც. ჩვენთან საუბარში ხაზ გასმით აღნიშნავს რომ, სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან ირმა მესხთან, მასაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მისი ვარაუდით, შესაძლოა სწორედ ეს გახდა მისი სამსახურიდან გაშვები მიზეზი.

რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლები დაითხოვეს რუსთავის ახალგაზრდობისა და განვითარების ცენტრიდანაც. გათავისუფლებულები „ინფო რუსთავთან“ ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, ისინი პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ სამსახურიდან დათხოვნა არა კვალიფიკაციის არამედ პირადი მიზეზებით მოხდა, თუმცა სამსახურის უფროსმა გათავისუფლების ერთადერთ მიზეზად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაუსახელა.

ირმა მესხი სამსახურიდან გასულ წელს გაათავისუფლეს, ის აქტიურად იყო ჩართული ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის და გიორგი ბეგაძის საარჩევნო კამპანიაში. არჩევნების შემდეგ სამსახურში დაბრუნებული ააიპ „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელი მერმა გაათავისუფლა.

მერიაში ჩატარებულ რეორგანიზაციას, ეხმაურება პაატა მხეიძეც. მისი თქმით ირმა ზარქუას სამსახურიდან გათავისუფლება, არასწორი ქმედებაა.

„საქმე ეხება მარტოხელა დედას. რომელიც იყო ქართული ოცნების აქტივისტი, საარჩევნო კამპანიის დროს ათენებდა და აღამებდა ჩვენთან. ესეთი გოგონას გათავისუფლებაზე ვერ მექნება პოზიტიური დამოკიდებულება. მიღებული გადაწყვეტილება არასწორია.  ეს გადავა სამართლებრივ სივრცეში და კიდევ ერთხელ გამოჩნდება რომ ასე არ უნდა ხდებოდეს.“

ინფორმაცია მერიაში რეორგანიზაციის შესახებ ჯერ კიდევ 1 კვირის წინ ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზვიად ლაბაძის და გიგა ჯღარკავას კომენტარები ნახეთ ვიდეოში.