სპორტული გუნდების შეხვედრები გაიმართა.

2017-02-04 17:15:27

დღეს თბილისის ახალი სპორტის სასახლეში სუპერლიგის მესამე წრე გაიმართა, რომელშიც საკალათბურთო გუნდი „რუსთავი“ „სოხუმს“ დაუპირისპირდა. თამაშში „რუსთავის“ ახალი ლეგიონერის, მაურის ლიუის ბრიგსის  დებიუტი შედგა.  ამერიკელი მძიმე ფორვარდი რუსთავის გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. სუპერლიგის მატჩი  ოთხ ქულიანი სხვაობით ანგარიშით  80:76 „სოხუმის“ სასარგებლოდ დასრულდა.

რუსთავის ფოლადის სტადიონზე კი მარკ სტარსის თასის მე-3 ეტაპი გაიმართა. რუსთავის „რუსთავმა“ შეხვედრაზე ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა. თამაშის პირველ ნახევარში რუსთაველებმა მოწინააღმდეგის კარში 4 გოლის გატანა შეძლეს. მათგან სამი გოლის ავტორი გოგინაშვილი, ერთის კი ვასაძეა. პირველი ტაიმი ანგარიშით 4:1 რუსთაველების სასარგებლოდ დასრულდა. საბოლოოდ  რუსთავის „რუსთავმა“ ტყიბულის  „მეშახტე“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა.