ხმაური სამორინეში.

2017-02-04 13:31:38

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე აზარტული თამაშების ობიექტში. გავრცელებული ინფორმაციით შელაპარაკება, მომსახურე პერსონალსა და ერთ-ერთ მოთამაშეს შორის მოხდა. ფაქტს დაცვის პოლიცია უარყოფს. მათი განცხადებით, გამოძახება შენობაში მომხდარი ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა, თუმცა ობიექტთან დაცვის სამსახურის გარდა, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც იყო მობილიზებული.