რა ხდებოდა აქციის მე-9 დღეს (ფოტო რეპორტაჟი).

2017-02-03 21:39:08

აქციის მონაწილეები, აუდიტორია 115, პროფკავშირები და აზოტიდან დათხოვნილი თანამშრომლები 14 საათზე ჟიული შარტავას მოედანთან შეიკრიბნენ. საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადაწყვიტეს მსვლელობა ფეხით მერიამდე გაემართათ. მსვლელობის დროს საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირება 2-ჯერ მოხდა, თავდაპირველად შარტავას გამზირზე, მოგვიანებით კი  მეგობრობის გამზირზე. შეხლა-შმოხლის დროს არავინ დაუკავებიათ, ინციდენტის შემდეგ პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება აღარ მომხდარა. მერიის შენობასთან მისული ახალგაზრდები თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვდნენ, აქციის მონაწილეების მისვლამდე პრევენციის მიზნით შენობა პოლიციამ ალყაში მოაქცია. სავარაუდოდ, შენობაში იმყოფებოდა ქალაქის მერი, თუმცა თვითმმართველობიდან აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე არავინ გასულა. მოგვიანებით სტუდენტებმა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის შენობასთან გადაინაცვლეს, საბოლოოდ კი 4 საათიანი პროტესტი 18 საათისთვის დასრულდა და აქციების გამართვა დააანონსეს.