განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

2017-02-03 18:53:04

სატესტო გამოცდებზე გადასალახი ბარიერი არ გაზრდილა. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით სატესტო ბარიერი ყოველ წელს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება, ეს ბრძანება წელს ჯერ არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად საატესტატო გამოცდების ბარიერი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.