რუსთავის ავტოდრომზე TCR international-ის 2017 წლის სეზონი გაიხსნება.

2017-02-03 11:54:05

საქართველოში პირველად ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017 წლის სეზონი გაიხსნება. ჩემპიონატის გახსნას რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი უმასპინძლებს.ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TCR Touring Car Racing-ის დირექტორი, მარჩელო ლოტი დღეს ეწვია. ხელმოწერის ცერემონიას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა და სხვა პირები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონილაი. რუსთავში 2 აპრილს გაიმართება.