როგორ დასრულდა აქციის მე-8 დღე (ფოტო/ვიდეო).

2017-02-02 22:26:20

რუსთავის აზოტიდანგათავისუფლებულების დღევანდელი აქცია საწარმოს დირექტორის მოადგილესთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დღის მეორე ნახევარში საპროტესტო აქციამ საწარმოს შესასვლელთან გადაინაცვლა. 350 გათავისუფლებულ მუშას მხარდაჭერა საწარმოში ამ დროისთვის დასაქმებულმა პირებმაც გამოუცხადეს, თუმცააზოტისადმინისტრაციამ მთავარი შესასვლელი კარი ჩაკეტა და მათ გარეთ გასვლის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით, „აზოტიდანგათავისუფლებული მუშები, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე და კომპანიის ხელმძღვანელობა ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა, რუსთავის მერიის შენობაში შეხვდნენ. მოლაპარაკება 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის, განცხადებით, კომპანიასა და გათავისუფლებულ მუშებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა და ისინი საპროტესტო აქციას ხვალ 14:00 საათიდან განაახლებენ. შეხვედრიდან გამოსულმარუსთავის აზოტისდირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ კი საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, დღეს დილით გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა "აზოტის" ადმინისტრაციული შენობა შტურმით აიღესაქციას აუდიტორია 155-ის სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ.