საქართველოში ყველაზე ხშირად სამ კერძს მიირთმევენ.

2017-02-02 19:58:05

საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის მიერ 2016 წლისსაქართველოში კვების ეროვნული კვლევისმიხედვით, ქართულ ოჯახში შინ ყველაზე ხშირად სამ კერძს: შემწვარ კარტოფილს, ლობიოსა და აჯაფსანდალს მიირთმევენ. „შემწვარი კარტოფილი პოპულარულია საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა სამეგრელო ზემს-სვანეთისა, სადაც ყველაზე პოპულარული კერძი საცივია.“ - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, გამოკითხული ოჯახების ნახევარზე მეტის ყოველთვიური ხარჯები წინა წელთან შედარებით გაიზარდა, თუმცა მათი შემოსავალი იგივე დარჩა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყოველ მესამე ოჯახს არ აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად. ოჯახების დიდი რაოდენობა კი საკვებ პროდუქტებს დროდადრო კრედიტით ყიდულობს.

გარდა ამისა, აღნიშნულ კვლევაში ოჯახების შემოსავალიც განისაზღვრა, Oxfam-ის ინფორმაციით, დაბალშემოსავლიანი ოჯახის თვიური ბიუჯეტი დაახლოებით 219 ლარია. აქედან საკვები პროდუქტების შესაძენად ის 65%-, ანუ 142 ლარს ხარჯავს. საშუალოშემოსავლიან ოჯახს კი თვეში 575 ლარი აქვს, რომლის ნახევარსაც საკვების შეძენაზე ხარჯავს. მაღალშემოსავლიანი ოჯახის ბიუჯეტი  დაახლოებით  1421 ლარს შეადგენს და შემოსვლის მხოლოდ  35% (492 ლარი) იხარჯება საკვებზე.

საქართველოში კვების ეროვნული კვლევა”  ევროკავშირის დაფინანსებით, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის მიერ მომზადდა.