დაძაბულობამ "აზოტის" შესასვლელთან გადაინაცვლა.

2017-02-02 15:30:39

"რუსთავის აზოტთან" გათავისუფლებული მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ამ წუთებში დაძაბულობამ საწარმოს შესასვლელთან გადაინაცვლა. 1 კვირის წინ გათავისუფლებულ მუშებს სოლიდარობას "აზოტის" ამჟამინდელი დასაქმებული თანამშრომლებიც უცხადებენ, თუმცა მათ საწარმოს შესასვლელი მთავარი კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებენ. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

საპროტესტო აქციას საქართველოს პროფკავშირები,  „აუდიტორია 115“, მოძრაობა „მწვანე მუშტი“, სტუდენტები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც  უერთდებიან.შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ აქციის მონაწილეებმა "აზოტის" ადმინისტრაციული შენობა შტურმით აიღეს.