აზოტის მეპატრონემ კომენტარი გააკეთა (ვიდეო).

2017-02-01 17:30:19

აზოტის ქარხანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა, კომპანია ეუ ინვესტმენტის  დირექტორმა ეფრემ ურუმაშვილმა. მისი თქმით, ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც რუსთავის აზოტს შეექმნა  ქარხნის მართვა  „ეუ ინვესტმენტს მოუწია.

 „საწარმო აზოტს“ მფლობელი სექტემბრის თვეში შეეცვალა.  კომპანია „ეუ ინვესტმენტის“  მმართველობაში სს “აზოტის საწარმო“ფინანსური კრიზის გამო გადავიდა.

ქარხნიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია კვლავ გამართეს. აქციის მონაწილეებს  აუდიტორია 115-სა და ერთიანი ნაციონალურაი მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ აქციების გაგრძელება დაანონსეს.

მიმდინარე მოვლენებს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატები გამოეხმაურნენ, გიორგი ბეგაძისა და პაატა მხეიძის განცხადებით, ფაქტი, როგორც გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ისე, მთლიანად ქალაქისთვის დიდი დარტყმაა.

საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს ქალაქის მერი დავით ჯიქია. ის  კომენტარს ახალ ხელმზღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.