2 თებერვალს წყლის მიწოდება შეიზღუდება.

2017-02-01 15:59:00

ხვალ, 2 თებერვალს, დღის 13:00 საათიდან, საღამოს 17:00 საათამდე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „ქვესადგურ გარდაბანი 500-ის“ ტრანსფორმატორზე გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ქ. რუსთავის მარცხენა სანაპიროს, მშენებელთა დასახლებას, ჩრდილოეთის სამრეწველო ზონას, მე-16 და მე-17 პენიტენციალურ დაწესებულებას. გარდაბანის რაიონის სოფლებს: ბოტანიკას, ბირლიკს, კალინინოს, როზას და თაზაკენტის.

 

წყლის მიწოდება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება და 17:00 საათიდან სრულად აღდგება.