მარილის მოლოდინში გზებზე თოვლი დადნა.

2017-02-01 15:04:51

ქალაქში მთელი ღამე თოვდა და შესაბამიად გზის სავალ ნაწილზე მძღოლებს გადაადგილება დღეს დილიდან გაუჭირდათ. ჯერ კიდევ გიშინ გვიან ღამით "ინფო რუსთავი" ინტენსიურ თოვასთან დაკავშირებით ქალაქის თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა სადაც განგვიცხადეს რომ ტექნიკური მარილის მარაგი აქვთ და შესაბამის რეაგირებას დროულად მოახერხებდნენ, თუმცა ცენტრალური ქუჩებზე მარილი ამ დრომდე არ დაყრილა. დასუფთავების სამსახურში გვითხრეს რომ ტექნიკური მარილი დაიყარა ლეონიძის, თბილისის და კოსტავას ქუჩებზე, ასევე ხიდებზე, ამჟამად კი ტექნიკური მარილის დაყრა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება.

გზის სავალ ნაწილზე არსებული პრობლემის გამო გახშირდა ავარიები, კოსტავას გამზირზე "ოპელი"-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.