მერიამ ჯერ კონკურსი გამოაცხადა და შემდეგ წესების რედაქტირება გადაწყვიტა.

2017-01-31 19:21:03

„გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 11 დღის წინ გამოცხადებული კონსკურსი შეჩერდა. მიზეზი კონკურსის წესების რედაქტირება და საბჭოს ფორმირებაა. კონკურსი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, თუმცა 6 დღეში, ქალაქის თვითმმართველობამ საბჭოს ფორმირება და კონკურსის წესების რედაქტირება გადაწყვიტა. რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ნინო ნიკოლავას განმარტებით, საბჭოში კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრების დამატება გახდა აუცილებელი. როდის განახლდება რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი ამ დროისთვის უცნობია.