"რუსთავმა" "ვიტ ჯორჯია 2-ს" სძლია.

2017-01-31 18:24:16

რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, მარკ სტარსის თასის გათამაშების მე-2 ტური გაიმართა. "რუსთავმა" თბილისის "ვიტ ჯორჯია 2-ს" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.გოლები ჩიმაკაძემ, სიჭინავამ და მეტრეველმა გაიტანეს. აღნიშნული გათამაშების მორიგი ეტაპი 4 თებერვალს გაიმართება რუსთავში, ფოლადის სტადიონზე. ამჯერად მეტოქე ტყიბულის "მეშახტე" იქნება.