აზოტის საწარმოსთან აქციები გრძელდება.

2017-01-31 13:32:30

აზოტის საწარმოდან გათავისუფლებული თანამშრომლები, საპროტესტო  აქციებს განაგრძობენ. ყოფილი თანამშრომლები, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან შეიკრიბნენ. გათავისუფლებულების მოთხოვნა უცვლელია, ისინი საწარმოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამსახურებში აღდგენას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს დღეს საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიურ მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე შეუერთდა. მისი თქმით, მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება და პროტესტი კიდევ უფრო ფართო მაშტაბიან სახეს მიიღებს.