"ნიჭიერის" გამარჯვებული რუსთაველი მომღერალი გახდა.

2017-01-31 11:57:12

2017 წლის ნიჭიერის გამარჯვებული, 28 წლის რუსთაველი მომღერალი ეკატერინე აბულაძე გახდა. მომღერალმა პროექტის ფინალური ტური გახსნა და სცენაზე  სიმღერა I love Rock N Roll შეასრულა. მომღერალი საფინალო ტურში, ოქროს ღილაკის საშუალებით მოხვდა. შესარჩევ ტურში მისთვის ღილაკი რუსკა მაყაშვილმა გამოიყენა. ფინალში, ეკატერინე აბულაძემ გამარჯვება მაყურებლის ხმების 42% -ით მოიპოვა. მას Salvus Development-ისგან  ბათუმში 2 ოთახიან სრულად გარემონტებულბინა გადაეცემა.

 ეკატერინე აბულაძე წლების განმავლობაში რუსთავში ცხოვრობდა. ის #24 საჯარო სკოლის (გიმნაზია) მოსწავლე იყო.  მომღერალი ამჟამად მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს.