ცხოველი მწვანე საფარს აზიანებდა

2018-08-21 19:46:27

რქოსანი პირუტყვი ქალაქის ცენტრალურ ხიდზე.

20-მდე სული მსხვილფეხა ცხოველი, ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდზე მწვანე საფარს აზიანებდა. ადგილზე გამოცხადნენ რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მათ პირუტყვი აღრიცხეს და მფლობელები დააჯარიმეს.

ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია. ქუჩებში რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ და ჯარიმას აკისრებენ (თუ პირუტყვი ქალაქშია, 20 ლარით ჯარიმდება მეპატრონე. თუ სკვერში-50 ლარით). ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.