22 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-08-21 18:07:05

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს 07:00-დან 07:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2447 აბონენტს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, მეგობრობის, ლესელიძის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე, 10:00-დან 19:00 საათამდე 7087 აბონენტს მარნეულსა და კიზილაჯლოში, 10:30-დან 18:00 საათამდე 104 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, თელეთი, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში, 10:30-დან 18:00 საათამდე 1183 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში საყდრიონი, დარაკოვი, განთიადი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალკაში, 11:00-დან 19:00 საათამდე 682 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, განახლება და მიმდებარე სოფლებში, 17:00-დან 20:00 საათამდე 822 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფელბში კრწანისი, ფონიჭალა, თელეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.