მოყინულ გზაზე მომხდარი ავარიის გამო, რუსთაველი მამაკაცი გარდაიცვალა.

2017-01-30 19:12:15

მსხვერპლით დასრულდა რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. ავრიას 38 წლის რუსთაველი მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს მოყინულ გზაზე მანქანა მოუცურდა და ხეს შეეჯახა. მძღოლის გვერდით მჯდომი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი 2 მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.