როდის აღდგება ელ.ენერგიის მიწოდება

2018-08-20 23:25:24

რუსთავში რამდენიმე ქუჩას და მიკრო-რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდა.

არსებული ინფორმაციით ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი რამდენიმე ქვესადგურის ავარიულად გათიშვა გახდა.

ამ დროისთვის კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ 1 საათში აღუდგება.