თურქეთიდან ქართველები მიდიან

2018-08-20 23:01:06

თურქული ლირას ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ ქართველებს პრობლემები შეუქმნა. თურქეთში სამუშაოდ ჩასულ ქართველებს დამქირავებლებმა ანაზღაურება შეუმცირეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეებმა რომლებმაც ხელფასი ვერ აიღეს იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ თურქეთში არსებული სამსახურები და სამუშაოდ საბერძნეთსა და იტალიაში წასულიყვნენ ან უკან საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ანაზღაურებას დოლარში იღებდნენ, ლირის გაუფასურებამ და დოლარის კურსის აწევამ კი დამსაქმებელსაც პრობლემა შეუქმნა და ისინი შეპირებულ თანხებს ვეღარ გასცემენ.