21 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-08-20 21:24:40

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 11:00-დან 16:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 97 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, ველი, ლოჭინი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე 682 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 16:00 საათამდე 2368 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში კამუსლო, არაფლო, ულაშლო, ბაითალო და მიმდებარე სოფელბში, 11:30-დან 18:00 საათამდე 254 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში კოხტა, ხარაბა, ახალიკი, დაშბაში და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 16:00 საათამდე 1711 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფელბში ნაზარლო, ვახტანგისი, ვარკეთილის მეურნეობა, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში, 13:15-დან 15:15 საათამდე 918 აბონენტს თეთრწყაროში თავდადებულის, კოსტავას, მუსხელიშვილის, გრიგორიანის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.