უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა

2018-08-20 14:01:13

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხვედურეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წვევამდელი იყო და მე-13 ბატალიონში მსახურობდა.

შემთხვევა სოფლის ტყესთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. პირი, რომელმაც იარაღიდან გასროლა მოახდინა, იდენტიფიცირებულია და გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "საქმეზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს".

არაოფიციალური ინფორმაციით, პირი, რომელმაც თოფიდან გასროლა მოახდინა, საკუთარ ბაღს დარაჯობდა. მამაკაცმა იარაღიდან იმ მიზნით გაისროლა, რომ ეგონა, მის ბაღში ცხოველი შეიპარა.