რუსთაველი სპორტსმენის წარმატება

2018-08-20 21:04:01

რუსთაველმა სპორტსმენმა, ზებედა რეხვიაშვილმა მინსკის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ზებედა რეხვიაშვილმა ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო, აღნიშნულ ტურნირზე ძიუდოისტმა 2 რუსი სპორტსმენი დაამარცხა.

81 კგ.წონით კატეგორიაში მოასპარეზე რუსთაველმა ფინალურ შეხვედრაში, კანადელი ბრაიენ ეტიენი იპონით დაამარცხა.

რეხვიაშვილმა თავდაპირველად ესტონეთის წარმომადგენელს სძლია, შემდეგ იპონით დაამარცხა რუსი დიმიტრი იარცევი, რომელსაც 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილმა მოუგო.

მეოთხედფინალში გამარჯვებულმა სომხეთის წარმომადგენელ საგსიანის იპონით დამარცხების შემდეგ კი კვლავ რუსეთის წარმომადგენელი ირაკლი ბარამია იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მინსკში გამართულ ტურნირზე საქართველოდან 8 სპორტსმენი მონაწილეობდა მათ შორის იყო რუსთაველი ზებედა რეხვიაშვილი, სწორედ მან მოიპოვა ოქროს მედალი.

ნახეთ გამოსვლა გრანდ სლემზე და რას ყვება სპორტსმენის მამა "ინფო რუსთავთან"