გუბერნატორის პირველი კომენტარი

2018-08-20 12:49:49

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა - "სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. კარგად ვიცნობ ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებს, რეგიონის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ განვითარებას. მექნება დღის წესრიგი და ვინც გაართმევს თავს, ჩემი გუნდი იქნება. თუ დადგება საჭიროება, ბუნებრივია, საკადრო ცვლილება განხორციელდება".