ე.წ. "ბავშვთა სამყარო" დაიწვა, რას ამბობს ხალხი (ვიდეო).

2017-01-30 11:16:38

სავაჭრო ცენტრ ე.წ. "ბავშვთა სამყაროს" შენობაში ხანძარი დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას, მეხანძრეები თითქმის ხუთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.ცეცხლი მთელ შენობას მოედო , ობიექტი მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ასევე ზარალის ოდენობა. დიდუბის გამგებლის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი იქნება.

წყარო: რუსთავი2