კვამლი მეორე სართულზე

2018-08-19 22:39:24

რუსთავში, VII მიკრო-რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან კვამლი გამოდიოდა.

ადგილობრივებმა 112-ზე დარეკეს და სახანძრო სამსახურის ეკიპაჟი გამოიძახეს.

ადგილზე მისულ მეხანძრეებს ბინა დაკეტილი დახვდათ, თუმცა მათ მეორე სართულზე ასვლა მოახერხეს.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება სტაბილურია.