შავი სია უქმდება

2018-08-18 13:30:54

საქართველოში სექტემბრიდან  ე.წ  „შავი სია“ უქმდება.

„შავი სია“ ყველა იმ პირისათვის არის ცნობილი, ვისაც საბანკო/მიკროსაფინანსო სექტორთან შეხება ჰქონია. იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი თანხას არ იხდის, ანუ გადაცილება აქვს საბანკო სესხზე, შესაძლებელია, ის „შავ სიაში“ მოხვდეს, რაც მისთვის შემდგომ სესხის აღების პროცესს ართულებს.

იმ შემთხვევაში, როდესაც სტატუსი „შავი სია“ გაუქმდება საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისათვის ეგრეთ წოდებულ „შავ სია“-ში 650 ათასზე მეტი მომხმარებელია.

შესაბამისად ახალი რეგულაციის თანახმად სესხის გაცემისას აღარ ექნება მნიშვნელობა,
ხართ თუ არა ნეგატიური გადამხდელი.
საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.

„მოქალაქეების რაოდენობა  თითქმი  650 ათასია რომლებიც შავ სიაში არიან . მოქალაქეები მოკლებულნი არიან, რომ განახორციელონ ნორმალური ფინანსური აქტივობა ქვეყანაში. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი იმისათვის, რომ  ჩვენ ქვეყავაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ვანხორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე ეს პრობლემა იქნება, ხოლო ამ პრობლემას კი სჭირდება გადაჭრა“- განაცხადა პრემიერ მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ.