პატრული ქალს დაეჯახა [video]

2018-08-16 23:21:48

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურში. [ვიდეო/video]

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 70 წლამდე ქალს დაეჯახა. პირველადი ინფორმაციით ქალმა გზის სავალი ნაწილი გადაკვეთა რა დროსაც მას პატრულის ავტომობილი დაეჯახა და რამდენიმე მეტრზე გადააგდო. ადგილობრივები ყვებიან რომ საპატრულო პოლიციის ავტომობილი ჩქარა არ მოდიოდა თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ქალი ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარეს და იმავე დღეს გამოწერეს. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს".