18 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-08-17 20:12:31

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აგვისტოს 06:00-დან 07:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1932 აბონენტს რუსთავში რჩეულიშვილის, ბერიტაშვილის, გიორგაძის, ბარნოვის, გოგოლის, ტოლსტოის და მიმდებარე ქუჩებზე; 20 აგვისტოს 06:00-დან 09:00 საათამდე 29 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდ თონეთში, 10:00-დან 19:00 საათამდე 700 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, მარეთი და მიმდებარე სოფელბში, 11:00-დან 12:00 საათამდე 1535 აბონენტს გამარჯვებაში, 11:00-დან 18:00 საათამდე 253 აბონენტს წალკის რაიონის სოფელბში კოხტა, ხარაბა, კარაკომი, ახალიკი, დაშბაში და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.