"ველმონდი" დალუქეს

2018-08-17 19:38:12

სასტუმრო "ველმონდი" (ყოფილი ლეოგრანდი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დალუქეს.

ვადა რომელიც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მისცა იყო შემდეგ ნაირი 2018 წლის 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე  სასტუმროში ყველა დამსვენებელი უნდა გამოეყვანა, სწორედ ამის გადასამოწმებლად შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები შენობის გადასამოწმებლად მივიდა.

პირველ ეტაპზე სასტუმრო "ველმონდი"-ის კაზინო-სამორინეს შესასვლელი დაილუქეს შემდეგ  კი ცენტრალური შესასვლელი დაილუქება. თუმცა ამ ეტაპზე სასტუმროს შესასვლელში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამკრძალავი ნიშანი დადგეს,რაც გულისხმობს, რომ შენობაში შესვლა აკრძალულია, როგორც სასტუმროს მენეჯმენტის ასევე რიგითი თანამშრომლებითვისაც.შენობაში შესვლის უფლება მხოლოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმროს მენეჯმენტს წაუყენა 43 პირობა რაც უკლებლივ ყველა უნდა შეესრულებინა. ერთ-ერთი პირობა იყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობა რომელმაც 11 ადამიანი იმსხვერლპა 19 კი დაშავდა.