როდის აღდგება გაზმომარაგება

2018-08-17 15:30:06

რუსთავის მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე 2 დღეა შეეზღუდული აქვს. გაზმომარაგება დღეს 18 საათზე უნდა აღდგეს.

"სოკარ ჯორჯია გაზში" გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებდნენ. გაზის მიწოდება შეზღუდული ჰქონდათ ბალანჩივაძეს, გასასვლელებს, 112ბ კვარტალს, ალუბლებს, XI მკრ რაიონის №2-3 საცხოვრებელ სახლებსა და XVI, XVII, XVIII, XIX, XX, XXI მკრ-რაონებს.