რომელი ქვეყნის მოქალაქეები არ შემოუშვეს საქართველოში.

2017-01-29 18:07:42

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე გამოვლენილი სამართალდარღვევების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის 5711 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე მეტ, ინდოეთის 1109 მოქალაქეს ეთქვა უარი.  ამ მხრივ, საქართველოში შემოსვლაზე უარი განუცხადეს აზერბაიჯანის 1086, თურქეთის 564, სირიის 452, რუსეთის 409 მოქალაქეს და ა.შ

ამავე სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს სულ 71 მოქალაქე გააძევეს ქვეყნიდან. მათ შორის სომალის 9, რუსეთის 7, თურქეთის 7 მოქალაქე გაძევეს. დეტალური მონაცემები იხილეთ ფოტოებზე.