ხანძარი რუსთავში

2018-08-17 12:21:03

ხანძარი რუსთავში, XX მიკრო-რაიონში.

არსებული ინფორმაციით ცეცხლი მე-6 სართულზე, ავინაზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ცეცხლი, აივანზე არსებულ ნივთებს გაუჩნდა. ადგილობრივების თქმით სავარაუდოდ მეზობელმა სიგარეტის ნამწვი მაღალი სართულიდან გადმოაგდო, რომელიც აივანზე დაეცა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.


ფოტო არქივიდან