ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

2018-08-16 13:50:14

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი რუსთავს ესტუმრა.
შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იყო და მისი მეტად გააქტიურება ქვემო ქართლის რეგიონში. მსგავსი პროექტი უკვე  წარმატებულად განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთში და მასში 57 000 -ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. 
აღნიშნული პროექტი მოისცავს სამ დაავადების: ც ჰეპატიტის, შიდსის და ტუბერკულოზის მართვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.
"შეხვედრაზე მობილიზაცია მოხდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების რესურსების. ჩვენ ცენტრალური ხელისუფლება ვუზრუნველყობთ ექიმების გადამზადებას და მათ მომარაგებას ტესტ-სისტემებით, ხოლო შემდგომ ადგილობრივი ხელისუფლება გამოყოფს გარკვეულ წილს ბიუჯეტიდან, რომლითაც მოხდება ოჯახის ექიმების წახალისება, რათა მათ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ
პროექტის განხორციელება ქვემო ქართლი 2019- 2020 წლებშია დაგეგმილი.
დღეის მონაცემებით რეგიონში 70 000-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული, მათი რიცხვი აღნიშნული პროექტის ფარგლებში  350 000-მდე გაიზრდება.