მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-08-16 10:44:27

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 16 აგვისტოს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში, 16 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აგვისტოს +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 16 აგვისტო +33°C, 17 აგვისტო +32°C, 18 აგვისტო +29°C, 19 აგვისტო +28°C.