"აზოტიდან" გათავისუფლებული მუშების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

2017-01-29 13:39:13

თბილისში საქართველოს მეტალურგიული საბჭოსა და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით  „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებირუსთავის აზოტიდან“ 350 თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა გათავისუფლებული კადრების სამსახურში აღდგენაა.

აქციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ კომპანიის მიერ წამოწყებული უკანონო შემცირებების საპასუხოდ აუცილებელია თავდაუზოგავი ბრძოლა და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას აზოტელთა სრული უმეტესობა აცხადებს.“ - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით გაემართნენ და მთავარი საპროტესტო აქცია იქ გამართეს. პროტესტს გათავისუფლებულ თანამშრომელთა სოლიდარობის ნიშნად „აუდიტორია 115-ის“, მოძრაობა „მწვანე მუშტის“, "თბილისის სოლიდარობის ქსელისა" და სხვა ორგანიზაციების აქტივისტებიც შეუერთდნენ.