თურქეთში ქართველები დააკავეს

2018-08-15 14:06:38

ანკარაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დამნაშავეები მძარცველთა ოთხკაციანი ჯგუფია, რომლებიც სახლებს სპეციალური ხელსაწყოებით აღებდნენ და ძარცვავდნენ.

აღნიშნული ოთხკაციანი დაჯგუფება სავაჭრო ობიექტებსაც ძარცვავდა. მააღაზიიდან ნივთების მოსაპარად იყენებდნენ სპეციალურ ჩანთას, რომლის შიგთავსიც ალუმინით იყო დაფარული. ამგვარად ნივთების გატანისას სიგნალი არ ირთვებოდა.

როგორც თურქეთის სამართალდამცველებმა გაარკვიეს. ქართველი მძარცველები სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით ერთი წლის განმავლობაში დაუზიანებლად აღებდნენ კარებს და იპარავდნენ კომპიუტერებს, ტელევიზორებს და სახვა აპარატურას, ფულსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს.

საქართველოს სამ მოქალაქეს. გ.კ-ს ლ.ბ-სა და მ.ბ-ს წინაწარი პატიმრობა შეუფარდეს. ხოლო ერთი მოქალაქე, ვ.ტ თავდებით გაათავისფლეს.