გუშინ გვიან ღამით 20-მდე ავარია მოხდა.

2017-01-29 12:30:53

გუშინ გვიან ღამით რუსთავში სხვადასხვა ლოკაციაზე 20-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ავარიების შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზად ძირითადად მოყინული გზა სახელდება. გვიან ღამით ავტომობილი ცენტრალური ხიდის ჯებირს დაეჯახა და ბეტონი მთლიანად დაანგრია, საბედნიეროდ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მძღოლების დიდი ნაწილი "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნავდა რომ ქუჩებში ტექნიკური მარილი არ ეყარა და მოყინულ გზაზე ავტომობილების დამორჩილება უჭირდათ. რთული მდგომარეობა იყო რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე და რუსთავი-ლილოს გზაზე. ამ დროისთვის ქალაქში ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.