ავარია მსხვერპლით დასრულდა

2018-08-15 09:19:21

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი მოტოციკლს მართავდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე სახლს შეეჯახა.

ახალგაზრდა შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ბორჯომში დასასვენებლად იმყოფებოდა.